განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს სკაუტებმა ესტონეთის ელჩთან და ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან. ყურადღება გამახვილდა აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებზე განათლების მიღების კუთხით. სკაუტებმა სტუმრებთან პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე იმსჯელეს. ესტონეთის ელჩმა განმარტა, რომ ახალგაზრდების განვითარებისთვის აუცილებელია ინკლუზიური მოდელით სწავლება.