საქართველო რჩება აშშ-ის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. საქართველო არის ნატო-ს მტკიცე პარტნიორი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯორჯ კენტიმ განაცხადა.
"ჩვენ ვგმობთ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველო რჩება აშშ-ის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. საქართველო არის ნატო-ს მტკიცე პარტნიორი. აშშ განაგრძობს საქართველოს არჩევას, გახდეს ნატო-ს წევრი და დაახლოვდეს ევროატლატიკურ საზოგადოებასთან.
საქართველოს დასავლური ორიენტაციის გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შარშან, მთიან ყარაბაღში ინტენისური საბრძოლო მოქმედებებისა და რუსი სამხედროების მშვიდობისმყოფელების რანგში რეგიონში გაგზავნის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს სამხედროები ჰყავს სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოში. რუსეთი, თურქეთი და ირანი ცდილობენ, გააძლიერონ ზეგავლენა რეგიონში. საქართველო შიშობს, რომ ამის შედეგად ის კონკურენტული ინფრასტრუქტურისა და სხვა განვითარების პროექტებიდან მოწყვეტილი აღმოჩნდება.
ჩვენ ვსწვალობთ გზებს, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ისე, რომ მათი სუვერენიტეტი და ქმედებათა თავისუფელბა შენარჩუნებული იყოს“, - განაცხადა ჯორჯ კენტიმ.