უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ იმ მოგზაურებს შეუშვებს, რომლებიც კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი შედეგის შესახებ ცნობას წარადგენენ. შესაბამისი რეგულაცია 22 მარტიდან ამოქმედდა. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის მსურველს პი-სი-არ-ტესტის მეთოდით ტესტირების შესახებ ცნობა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს იმისდა მიუხედავად, თუ როგორი ეპიდსიტუაციაა იმ ქვეყანაში, საიდანაც იგი გამოემგზავრა. ტესტი არა უგვიანესს 48 საათით ადრე უნდა იყოს გაკეთებული.