პროკურატურამ სულხან მოლაშვილის ოჯახს 2004 წელს ჩამორთმეული ქონება დაუბრუნა

02 ნოემბერი 2016, 00:00 3256 ნახვა

მთავარ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა პროკურორსა და იმ პირებს შორის, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს ქონების კონფისკაცია და პატიმრობა შეეხო. პროკურატურის გადაწყვეტილებით, მათ კუთვნილი ქონება დაუბრუნდებათ. საქმე ეხება სამ ფაქტს, მათ შორის ერთ-ერთი მოქალაქისთვის 6 ავტომობილის, ერთი დაზარალებულისთვის მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას, მესამე კი სულხან მოლაშვილის საქმეა. მოლაშვილის ოჯახს 2004 წელს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონება დაუბრუნდება. პროკურატურის ცნობით, ქონების ჩამორთმევის სულ 47 ფაქტია გამოვლენილი, აღნიშნული ქონების საერთო ღირებულება კი 84 მილიონს შეადგენს. უწყების ცნობით, მსგავსი ფაქტი წინა ხელისუფლების დროს 84 მოქალაქეს შეეხო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი