ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

23 მარტი 2021, 14:11 1055 ნახვა

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულები არიან მეექვსე და მეათე კლასის მოსწავლეები. ორივე კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. 

მე-10 კლასის მოსწავლე მშობელთან ერთად მკურნალობის კურსს სამედიცინო დაწესებულებაში გადის, მეექვსე კლასის მოსწავლე კი თვითიზოლაციაშია და მკურნალობს. 

''ორშაბათს დაახლოებით 12 საათზე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მეათე კლასის მოსწავლეს და მშობელს დაუდგინდათ კოვიდინფექცია.ეს კლასი სწვლობს მეორე ცვლაში, ამიტომ დავუკავშირდით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და მივიღეთ ინფორმაცია, რომ კლასი უნდა გადასულიყო იზოლაციაში. გუშინ საღამოს კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. საუბარია მეექვსე კლასის მოსწავლესა და მის მშობელზე. კლასი დღეიდან გადავიდა იზოლაციაში. 

სკოლა არ იხურება, მხოლოდ ორი კლასი ისწავლის დისტანციურად. დღეს გეგმიური ტესტირებაც ტარდება და ამის შემდეგ გაირკვევა არის თუ არა რომელიმე პედაგოგი ინფიცირებული'' - განაცხადა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოსწავლეებს სკოლასთან ბოლო კონტაქტი პარასკევს ჰქონდა. მადონა გოგიტიძის თქმით, კლასებში ჩატარდა დეზინფექცია. 

მეორე სკოლაში 1209 მოსწავლე და 66 მასწავლებელია. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი