ჯანმოს განცხადება გარდაცვლილ ქართველ ექთანზე

23 მარტი 2021, 11:53 749 ნახვა

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის შემდეგ ქართველი მედიკოსის გარდაცვალების ფაქტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი გამოხმაურა. სუმია სვამინათანის  განაცხადებით,  ეს იყო ანაფილაქსიის შემთხვევა, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ   ყურადღებას და  ვაქცინაციის შემდეგ  ადამიანზე  დაკვირვების აუცილებლობას. ჯანმოს წარმომადგენლის  განმარტებით,მსგავსი შემთხვევის პრევენციის მიზნით, აუცილებელია ვაქცინა კეთდებოდეს ისეთ გარემოში, სადაც მედიკოსები არიან, სადაც ხელმისაწვდომია შესაბამისი მედიკამენტები,  განსაკუთრებულ დაკვირვებას კი ის ადმიანები საჭიროებენ, რომლებსაც ანაფილაქსიის ისტორია აქვთ. მას შედეგ, რაც ახალცხიხეში ადგილობრივი 27 წლის მედიკოსი  „ასტრაზენეკათი“ ვაქცინით აიცრა, მისი  ჯანმრთელობის  მდგომარეობა მოულოდნელად  დამძიმდა და დედაქალაქში გადყვანის შედეგ  გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი