ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საქართველოში გამართული მედიაციის პროცესი შეჯამებულია და კრისტიან დანიელსონი იმავე მისიით საქართველოში ბრუნდება. ამის შესახებ ამის შესახებ შარლ მიშელი „ტვიტერზე“ წერს, რომელშიც ნათქვამია, რომ დროა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები. შეგახსენებთ, შვედი დიპლომატი 7 დღის განმავლობაში ინტენსიურად მართავდა მოლაპარაკებებს ქართველ პოლიტიკოსებთან, თუმცა ამ ეტაპზე მედიაციის პროცესი კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.