დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებით, საქართველოში დაბრუნებული 200 მიგრანტი 4000 ლარით დაფინანსდება. უწყების განცხადებით, პროექტი სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამის მიზნად ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა დასახელდა. განცხადებების მიღება 4 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.