ქვეყნის მასშტაბით მედიკოსების ვაქცინაცია მეექვსე დღეა მიმდინარეობს. აჭარაში, ბოლო მონაცემებით, "ასტრაზენეკას" ვაქცინა კიდევ ექვსმა მედიკოსმა ჩაიტარა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ვაქცინაცია რეგიონში საერთო ჯამში 390 -მდე მედიკოსმა ჩაიტარა. რეგიონისთვის "ასტრაზენეკას" 4000-მდე ვაქცინაა გათვალისწინებული.