ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. მეექვსე ნაკრები ოცეული ევროკავშირის საწვრთნელ მისიას ექვსი თვის განმავლობაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში ასრულებდა.
მათ მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა.