Facebook Messenger-ი,WhatsApp-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს

19 მარტი 2021, 21:47 2029 ნახვა

Facebook Messenger-ის, WhatsApp-ის და Instagram-ის მუშაობაში შეფერხება ფიქსირდება. მომხმარებლების ნაწილი საიტისა და აპლიკაციების გამოყენებას ვერ ახერხებს.

ინტერნეტპლატფორმა Downdetector-ის ინფორმაციით, მომხმარებელთა 47%-ი სერვერს ვერ უკავშირდება, გზავნილების გაგზავნა/მიღების პრობლემა აქვს 40%, ხოლო 11% მესენჯერში შესვლის სირთულეებზე მიუთითებს.

Instagram-ზე შესვლისას ეკრანზე ეწერება ხარვეზის კოდი 5xx Server Error, WhatsApp-ზე კი, შეტყობინებების გვერდით მხოლოდ საათის ნიშანი ჩანს და წერილის გაგზავნა ვერ ხერხდება.

რამ გამოიწვია სოციალური ქსელები შეფერხება ჯერ ჯერობით უცნობია.

კომპანიას შეფერხებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი