საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 242 პაციენტი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 9 პაციენტი.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,51 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,51 პროცენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 915 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 912 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 164 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 22, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 13, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.