მთავარი მსოფლიოში

18 მარტი 2021, 20:01 1160 ნახვა

სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის  20 ივნისს  ჩატარდება.  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.  მისი თმით, ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერ გაგიკ ცარუკიანთან ცოტახნის წინანდელ შეხვედრაზე პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ  რესპუბლიკაში შექმნილი შიდა პოლიტიკური სიტუაციიდან  საუკეთესო გამოსავალი  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა. მანამდე სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა პარლამენტის მმართველი ფრაქციის   „ჩემი  ნაბიჯი“-ის  ლიდერ ლილიტ მაკუნცთან ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების  ჩატარების შესაძლებლობის შესახებ მოლაპარაკებები გამართა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას უპასუხა. ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ ეი-ბი-სის ჟურნალისტთან ინტერვიუში   პუტინს მკვლელი უწოდა. ამ განცხადების კომენტირებისას რუსეთის ლიდერმა თქვა:  სხვა ადამიანში მუდამ საკუთარ თვისებებს ვხედავთ და ვფიქრობთ, რომ იგიც ჩვენნაირია. აქედან გამომდინარე ვაფასებთ მის ქმედებებს.   ჩვენ, როგორც თავად ბაიდენმა  აღნიშნა, მართლაც კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. როგორ ვუპასუხებდი მას? ვეტყოდი-ჯანმრთელად იყავით“-თქვა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ამერიკელ კოლეგას ჯანმრთელობას უსურვებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს თქმით,  ქვეყნის სპეცსამსახურებმა მიმდინარე წლის პირველ თვეებში სულ ცოტა 26 ტერორისტული აქტის აღკვეთა შეძლეს.  მინისტრის თქმით, ერთ-ერთი ტერაქტი, რომელიც დღეს უნდა განხორცილებულიყო აღიკვეთა.  გასულის წლის ოქტომბერში თურქეთში 25 უცხო ქვეყნის მოქლაქე დააკავეს, რომლებიც საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაში იყვნენ ეჭვმიტანილები. ე რთი თვით წინ სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ 2020 წელს საერთო ჯამში თურქულმა სპეცსამსახურებმა 152 ტერაქტი აღკვეთა და  26 ტონაზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.

უკრაინის დედაქალაქში 20 მარტიდან სამი კვირის განმავლობაში მკაცრი კარანტინი ცხადდება.  ამის შესახებ  კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. ეპიდსაწინააღმდეგო ზომების გამკაცრება კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას უკავშირდება.  უკრაინის დედაქალაქში დაიკეტება კინოთეატრები, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, სავაჭრო-გასართობი ცენტრები. აკრძალვა გავრცელდება რელიგიურ ღვთისმსახურობებზეც იმ შემთხვევაში, თუ ერთ ადამიანზე 10 კვადრატული მეტრი ფართობი არ იქნება უზრუნველყოფილი. უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მილიონ ნახევარს, დაღუპულების რიცხვმა კი - 29 ათას 253-ს გადააჭარბა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უახლოეს დღეებში „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს.  ორგანიზაციის წარმომადგენელმა პიტერ ბენ ემბარეკმა განაცხადა, რომ 180 გვერდიანი დოკუმენტის  საბოლოო ვერსია ექსპერტთა გუნდის ერთხმად დამოწმებას საჭიროებს. პიტერ ბენ ემბარეკი ხელმძღვანელობდა ათკაციან საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს ჩინეთში, რომელიც ვითარების შესასწავლად ადგილზე იანვარსა და თებერვალში იმყოფებოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში