მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დასკვნით ეტაპზეა ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ზაფხულში დასრულდება. ასევე მიმდინარეობს ჩაქვის ძალოსანთა ბაზის მშენებლობა.
მათივე ინფორმაციით, სპორტული კომპლექსებისა და სტადიონების მშენებლობა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტშიც იგეგმება. ბათუმის სტადიონი საფეხბურთო მატჩებს მაისიდან უმასპინძლებს.