შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო იარაღი ამოიღო - დაკავებულია ორი ადამიანი, გამოძიება მათ ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარებასა და გასაღებას ედავება. დანაშაული 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას 7 ცალი “გლოკის” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდები ამოიღეს.