ბაიდენის ინტერვიუ

17 მარტი 2021, 18:05 754 ნახვა

აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევის გამო პუტინი საფასურს გადაიხდის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია „ეი ბი სი“-სთან ინტერვიუში განაცხადა. „მას კარგად ვიცნობ. ვუთხარი , თუ დავადგენ, რომ აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევა მოხდა, მაშინ შენ მზად უნდა იყო“-განაცხადა ბაიდენმა, რომელმაც კითხვას არის თუა არა პუტინი მკვლელი, დადებითი პასუხი გასცა.  „ვუთხარი, რომ ვიცი, მას სული არ აქვს, რაზეც  მიპასუხა – ე.ი. ჩვენ ერთმანეთის გვესმის.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბუშმა თქვა ცნობილი ფრაზა, რომ პუტინს თვალებში ჩახედა და მისი სული დაინახა. ვთქვი, რომ მეც ჩავხედე მას თვალებში და ვფიქრობ, მას სული არ აქვს. 

დიახ, მე ვფიქრობ, რომ პუტინი მკვლელია“, – თქვა ბაიდენმა.  დღეს  აშშ-ის დაზვერვის ეროვნულმა საბჭომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთი სავარაუდოდ აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევას დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ცდილობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი