საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელსაც 2012 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში ადანაშაულებენ, დღეს სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება. 66 წლის სარკოზის საარჩევნო კამპანიის კანონით დაშვებულზე ორჯერ მეტი თანხით დაფინანსებას ედავებიან. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას ერთ წლამდე პატიმრობა და 3 ათას 750 ევროს ოდენობით ჯარიმა ემუქრება. ორი კვირის წინ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ სცნეს კორუფციასა და გავლენის ბოროტად გამოყენებაში. მას ორი წლით პირობითი პატიმრობა და ერთი წლით შინაპატიმრობა მიუსაჯეს. სარკოზიმ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.