შეიარაღებული თავდასხმა აშშ-ში

17 მარტი 2021, 12:50 712 ნახვა

აშშ-ის ჯორჯიის შტატში ცეცხლსასროლი იარაღით რვა ადამიანი, მათ შორის ექვსი აზიელი ქალი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მკვლელობები ქალაქ ატლანტასა და მის შემოგარენში, სამ სხვადასხვა ადგილას, მასაჟის სალონსა და სპა ცენტრებში მოხდა. სამართალდამცავებმა ერთი ეჭვმიტანილი, 21 წლის რობერტ აარონ ლონგი დააკავეს, რომელიც ჯორჯიის შტატში ცხოვრობს. გამოძიება დარწმუნებულია, რომ სამივე ადგილზე დანაშაული ერთმა და იმავე შეიარაღებულმა პირმა ჩაიდინა. სამართალდამცავები, ჯერჯერობით, მკვლელობების შესაძლო მოტივს ვერ ასახელებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი