ტენდერები ხულოში-ბრალდება მერიისა და მაჟორიტარის მისამართით

17 მარტი 2021, 12:40 1500 ნახვა

ხულოში, ,თავისუფლების კვარტლის“ წარმომადგენელი  მინდია ადაძე ირწმუნება, რომ თვითმმართველობა  პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძეს მსხვილ  ტენდერებს  აგებინებს. საილუსტრაციოდ  მას სოფელ ღორჯომში  სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მოჰყავს, რომელიც  უკვე დასრულებულია. მისივე ინფორმაციით, პროექტზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, სამუშაოები კი არაჯეროვნად შესრულდა, თუმცა მერიამ სამუშაოები მაინც ჩაიბარა. ბრალდებას მერიაში უარყოფენ და განმარტავენ, რომ ტენდერების მოგება კანონმდებლობის შესაბამისად ხდება. ბრალდებას არ ეთანხმება თავად ანზორ ბოლქვაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი