ქობულეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეს დაიწყო

17 მარტი 2021, 11:50 1275 ნახვა

ქობულეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეს, 17 მარტს დაიწყო. ,,ევექსის'' კლინიკაში, ''ასტრაზენეკას'' ვაქცინა ამ ეტაპზე ათამდე მედიკოსმა გაიკეთა. მანამდე კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა სპეციალურ პორტალზე გაიარეს რეგისტრაცია. 

დღესვე კოვიდის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა კობა ნაკაიძემ და ქობულეთის ,,ევექსის'' კლინიკის დირექტორმა.

აჭარაში 3980 დოზა ვაქცინაა შემოტანილი.  ამ დროისთვის რეგიონში 163 მედიკოსს გაუკეთდა ვაქცინა. ხვალიდან იმუნიზაციის პროცესში ჩაერთვება, ხულო, ქედა, შუახევი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებიც.

ამ ეტაპისთვის არსებული მონაცემებით, ''ასტრაზენეკას'' ვაქცინაზე 100-მდე ჯავშანია გაკეთებული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში