ავღანეთის, ბაღლანის პროვინციაში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ავტობუსს, რომელსაც ადგილობრივი უნივერსიტეტის პედაგოგები და სტუდენტები გადაჰყავდა. ინციდენტის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ავტობუსს ჭურვი დაეცა. დაღუპულია მძღოლი და ერთი სტუდენტი. ექვსი მასწავლებელი დაშავდა. თავდასხმის დროს ავტობუსში 25-მდე პედაგოგი და სტუდენტი იმყოფებოდა. ადგილობრივი ხელისუფლება თავდასხმის უკან რადიკალურ მოძრაობა "თალიბანს" მოიაზრებს. თალიბებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.