არჩევნები 2016- თეთრის სახლის განცხადება

01 ნოემბერი 2016, 00:00 4174 ნახვა

30 ოქტომბრის არჩევნები ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებაში. “აშშ ულოცავს საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია.  აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. ვაშინგტონი შეშფოთებას გამოთქვამს ძალადობისა და დაშინების ცალკეული ინციდენტების გამო და ხელისუფლებას მათი გამოძიებისკენ მოუწოდებს. ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ყველა პარტიას მოუწოდებს ითანამშრომლონ ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის. "მზად ვართ, ვიმუშაოთ ახალ მთავრობასთან და პარლამენტთან საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიორიული მთლიანობის, ასევე მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად”, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში