ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი საქართველოში იქამდე დარჩება, ვიდრე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში არ იქნება კონკრეტული შედეგი. ორივე მხარე ამბობს, რომ შეთანხმებას დასჭირდება დრო და მოუწევთ დათმობაზე წასვლაც.
პოლიტიკურ ოპონენტებს აქვთ კონკრეტული შეთავაზებები, თუმცა მედიაციით შემდგარი შეხვედრის დეტალებს ჯერ არ ასაჯაროებენ. მოლაპარაკების მაგიდაზე კვლავ 6 პუნქტი დევს და კრისტიან დანიელსონიც საქართველოში რჩება.
რა შედეგს მოიტანეს ევროპელი მედიატორის გახანგრძლივებული ვიზიტი მალე გახდება ცნობილი.