პოლიტიკური სპექტრი გადაწყვეტილების მოლოდინშია. მანამ სანამ ქვეყანას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დატოვებს მხარეებს შორის ერთობლივი შეხვედრა გაიმართება. ამ წუთებში კი ევროპული საბჭოს საგანგებო წარმომადგენელი მმართველი გუნდის წევრებს კიდევ ერთხელ ხვდება.
შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის თუმცა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გარკვეულ პროგრესს პოლიტიკოსები ხედავენ.