ქობულეთის სოფელ ალამბარში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა საქველმოქმედო ორგანიზაცია ინდო-ქართულმა საბჭომ.
ორგანიზაცია ერთი წელია რაც ფუნქციონირებს და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტებით ეხმარება.