წყლის პრობლემა ხელვაჩაურში. სოფელ სინდიეთის მოსახლეობა წყალმომარაგების სისტემის მონტაჟს ითხოვს. ამბობენ, რომ მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად შემცირდა წყლის დებეტი.
შიშობენ, რომ უწყლობის გამო გასული წლების მსგავსად, წელსაც ნაკლებ მოსავალს მიიღებენ. პრობლემის შესახებ იციან ხელვაჩაურის მერიაში.
მერი ჯუმბერ ვარდმანიძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში სინდიეთის წყალმომარაგებისთვის ცენტრალიზებული მილსადენის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 178 ათას ლარამდე დაიხარჯება.