ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 48 მაჟორიტარულ ოლქში იმარჯვებს. პროპორციულ არჩევნებში კი პარტიამ 67-ი მანდატი მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საკანონმდებლო ორგანოში 115 დეპუტატით შევა. 27 მანდატით იქნება წარმოდგენილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. პარლამენტში 6 დეპუტატი შეიყვანა “პატრიოტთა ალიანსმა. ერთი დეპუტატი ეყოლება “თოფაძე მრეწეველებს” და მე-9 მოწვევის პარლამენტში იქნება ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბუიშვილი.