ცესკოს ინფორმაციით, საუბნო საოლქო კომისიებში სულ 195 საჩივარი არის დაწერილი. ცესკოში აცხადებენ, საჩივრები ძირითადად პროცედურული და ტექნიკური ხასიათის დარღვევებზე დაიწერა და ეს მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების საბოლოო შედეგებზე. დამკვირვებლებს და პარტიების წარმომადგენლებს დამატებითი საჩივრების დასაწერად ხვალ დღის მეორე ნახევრამდე აქვთ დრო, ამ ვადის შემდეგ კომისიები საჩივრების განხილვას დაიწყებენ.