კორონავირუსის შემთხვევების გამო კირიონ II -ის სახელობის სკოლა დროებით დაიხურა

11 მარტი 2021, 11:50 1405 ნახვა

ქობულეთის წმიდა კირიონ მეორის სახელობის სკოლა, სადაც 370 მოსწავლე სწავლობს კორონავირუსის შემთხვევების გამო დროებით დაიხურა და სწავლების დისტანციურ  რეჟიმზე გადავიდა. სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსი სკოლის ორ პედაგოგს და ორ მოსწავლეს დღეს დაუდასტურდა. ისინი ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში 11 მარტიდან 22 მარტამდე გაგრძელდება. ცნობისთვის, სკოლას საგაზაფხულო არდადეგები არ გამოუყენებია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი