,,ევროპა აქტიურად შეუწყობს ხელს თავის ღირებულებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში“ - ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წერილში, რომელიც ევროპაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს ეხება. წერილი საბჭოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და მასში ასევე ვკითხულობთ, რომ ვაქცინაციის ზედმეტ დოზებს ევროკავშირი მსოფლიოს რეგიონისა და პარტნიორ ქვეყნებს გადასცემს.