საბერძნეთი 14 მაისიდან ტურისტული სეზონის გახსნას გეგმავს

10 მარტი 2021, 12:57 774 ნახვა

საბერძნეთი იმედოვნებს, რომ ვიზიტორების მიღებას 14 მაისიდან შეძლებს, - შესაბამისი განცხადება ტურიზმის მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული თარიღიდან საბერძნეთი უმასპინძლებს ყველას, ვინც აცრილი და ვირუსისგან გამოჯანრთელებული იქნება ან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი ექნება. 14 მაისამდე თანდათანობით იგეგმება შეზღუდვების მოხსნა.  აღსანიშნავია, რომ ყოველი მეხუთე ბერძენი ტურიზმის სფეროშია დასაქმებული. ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ მათი მიზანია, წელს 31.3 მილიონი ვიზიტორის სულ მცირე ნახევარი მაინც მიიზიდონ, ანუ ადამიანების იმ რაოდენობის 50%-ი, რა რაოდენობაც საბერძნეთს პანდემიამდე სტუმრობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი