დინამო “ბათუმი” 1:1 ქობულეთის “შუქურა”

06 მარტი 2021, 12:00 884 ნახვა

ეროვნული ლიგის მეორე  ტურში ერთმანეთს ,,დინამო’’ ბათუმი  და ქობულეთის ,,შუქურას’’ დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი გოლი ჯამბულ ჯიღაურმა 43-ე წუთზე გაიტანა და ბათუმის ‘’დინამო’’ დააწინაურა.

შეხვედრის მეორე ნახევარში კი ‘’შუქურამ’’ თამაშის ხარისხი გააუმჯობესა და 82-ე წუთზე ნიკა ჭანტურიას გოლით ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში მოედანზე არაფერი შეცვლილა და შეხვედრა 1-1 დასრულდა.  ბათუმის ‘’ დინამო’’ შემდეგ შეხვედრას მასპინძლის შინ თბილისის ‘’დინამოს’’ წინააღმდეგ 9 მარტს გამართავს, ხოლო ‘’შუქურა’’ სამტრედიას დაუპირისპირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში