თურქეთის ხელისუფლება კოვიდ-19-ზე ტესტის შესახებ ცნობის წარდგენას ქვეყანაში შესვლის მსურველ ყველა უცხოელს 15 აპრილამდე მოთხოვს. მანამდე ამ მოთხოვნის ვადა 26 მაისამდე იყო განსაზღვრული. თურქეთში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტით ჩასულმა ყველა მოქალაქემ პი-სი-არ ტესტის უარყოფითი შედეგი უნდა წარადგინოს, რომელიც მოგზაურობამდე 72 საათით ადრე გაკეთდა. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება სატრანზიტო და სატრანსფერო მგზავრებსა და 6 წლამდე ბავშვებზე. თურქეთმა კორონავირუსის ბრიტანული შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით პი-სი-არ ტესტის შესახებ ცნობის წარგენა 2020 წლის 30 დეკემბრიდან დააწესა.