საქართველოს ფუტსალის ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება

05 მარტი 2021, 12:51 830 ნახვა

დღეს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სომხეთს უმასპინძლებს.  ავთანდილ ასათიანის გუნდმა  თამაშის წინა ბოლო ვარჯიში გამართა.  საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტრავმების გამო უახლოეს მატჩებში სიმი საიოტი, შაგინია და გიორგი ჩიმაკაძე ვერ დაეხმარებიან. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველო საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. საქართველოს ნაკრებს საფრანგეთთან და რუსეთთან გამართული მატჩების შემდეგ ერთი ქულა აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში