ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. 80 წლის ბრაზილიელმა არ დაასახელა პრეპარატის სახელწოდება, რომლითაც აიცრა.
„ეს დაუვიწყარი დღეა. პანდემია ჯერ არ დასრულებულა და ჩვენ უნდა განვაგრძოთ წესების დაცვა. ყველაფერი გაივლის, თუკი ჩვენ ვიფიქრებთ სხვებზე და ერთმანეთს დავეხმარებით“ - წერს პელე სოციალურ ქსელში.
ფეხბურთში სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ჩინური ფარმაცევტული კომპანია“ სინოვაკის“ ვაქცინით „კორონავიკით“ აიცრა-წერს ადგილობრივი მედია.