ეკომიგრანტი ოჯახების რეგისტრაცია დაიწყო

03 მარტი 2021, 12:26 1295 ნახვა

ხელვაჩაურის მერიაში ეკომიგრანტ ოჯახების საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებლად რეგისტრაცია დაიწყო. განცხადების მიღება 15 მარტამდე გაგრძელდება. განცხადებასთან ერთად  მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ  საცხოვრებელი სახლის ვიზუალურ საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა.  განცხადების წარმდგენი ასევე ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შექმნილ ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.  ხელვაჩაურის მერიაში განმარტავენ, რომ ოჯახების მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის, რის შემდეგაც ეკმიგრანტებისთვის , სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი