რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს ჩიხური და არასამართლიანი გზა უწოდა. ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ ნავალნის ირგვლივ სიტუაციის გამო ახალი სანქციები შეათანხმეს.
პოლიტიკური გადაწყვეტილება ახალი სანქციების შესახებ 22 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს.
ევროკავშირის დიპლომატიის მეთაური ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ გადაწყვეტილება იმ პირთა მიმართებაშია მიღებული, რომლებიც ნავალნის განაჩენზე არიან პასუხისმგებლები.
ბორელის თქმით, სანქციები პირველად ამოქმედდება ადამიანის უფლებების დარღვევის სასანქციო მექანიზმის ფარგლებში.