კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები მსოფლიო მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებს აქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერმა განაცხადა. მისი თქმით, ზოგან, განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ დასახლებებში, არის ისეთი ადგილები, სადაც მოსახლეობის 50-60%-ს ვირუსი გადატანილი აქვს და შესაბამისად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებიც აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ქალაქი, პროვინცია, შტატი ან ქვეყანა აღწევს კოლექტიურ იმუნიტეტს.