ორი ქართული ფინალი კიევში

28 თებერვალი 2021, 15:10 1019 ნახვა

დღეს  კიევის ტურნირზე ორი ქართული ფინალი შედგება. 67 კგ-ში რამაზ  ზოიძე  ჯონი  ხეცურიანს,  ხოლო 130 კგ-ში იაკობ ქაჯაია ზვიად პატარიძეს დაუპირისპირდება. მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა გობაძე ამჯერად 87 კგ. წონით კატეგორიაში იჭიდავებს და ფინალში მასპინძელ სემინ ნოვიკოვს  შეხვდება.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს  დათო  ჩხარტიშვილს, ბაკურ გოგოლს, თორნიკე ძამაშვილს და ლევან არაბულს.ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათიდან დაიწყება.რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოასპარეზეებს, კიევის საერთაშორისო ტურნირის ფინალში იჭიდავებენ  ნიკა კენჭაძე და ირაკლი მწითური .ბრინჯაოს მედლისთვის გივი მაჭარაშვილი იბრძოლებს. თორნიკე ქათამაძე კი შეჯიბრებას დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი