ეროვნული ლიგა იწყება

27 თებერვალი 2021, 13:17 1258 ნახვა

დღეს ეროვნული ლიგის 2021 წლის გათამაშება იწყება. პირველი ტურის პირველ შეხვედრაში  „დინამო  არეზე’’  საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ,,დინამო თბილისი’’ 18:00  საათზე ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებულ წყალტუბოს ,,სამგურალს’’ უმასპინძლებს. 20:00 - ზე კი საქართველოს ვიცე ჩემპიონი ‘’დინამო’’ ბათუმი ქუთაისში ადგილობრივ ‘’ტორპედოს’’ დაუპირისპირდება. 

ბათუმური კლუბი ახალ სეზონში უმაღლეს საფეხურს უმიზნებს.  კლუბმა რამდენიმე  ფეხბურთელი დაიმატა.  ახალ საფეხბურთო სეზონში გუნდების უმეტესობა ახალი ეკიპირებით და შეცვლილი დიზაინის ფორმებით ითამაშებს. ეპიდმდგომარეობის გამო არ გაიმართა სეზონის წინა პრეზენტაცია, რაც წინა წლებში ტრადიციად დამკვიდრდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი