რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კოლონიაში გადაიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სასჯელაღსრულების სამსახურის ხელმძღვანელი გარანტიას იძლევა, რომ ბლოგერის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მას არ დაუკონკრეტებია, სად გადაიყვანეს ნავალნი.