ქობულეთის საკრებულომ ოპოზიციის ორ წევრს უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტოს

26 თებერვალი 2021, 12:16 764 ნახვა

ქობულეთის საკრებულო დღეს რიგგარეშე სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს.ვადამდე ადრე უფლებამოსილება ბონდო თედორაძეს  და მამული სურმანიძეს უნდა შეუწყდეს. საკითხი უკვე განიხილა იურიდიულმა კომისიამ და მხარი დაუჭირა. საკრებულოს უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, მიზეზი ნაციონალური მოძრაობის  წევრების მიერ სხდომების ხშირი გაცდენებია. გადაწყყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ ბონდო თედორაძე და მამული სურმანიძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი