Facebook-ი და Messenger-ი შეფერხებით მუშაობს

25 თებერვალი 2021, 21:20 3087 ნახვა

Facebook-ის და Messenger-ის მუშაობაში  შეფერხება ფიქსირდება. მომხმარებლების ნაწილი საიტისა და აპლიკაციების გამოყენებას ვერ ახერხებს.

ინტერნეტპლატფორმა Downdetector-ის ინფორმაციით, მომხმარებელთა 56%-ს გზავნილების მიღების პრობლემა აქვს, 32% სერვერს ვერ უკავშირდება, ხოლო 11% მესენჯერში შესვლის სირთულეებზე მიუთითებს.

კომპანიას შეფერხებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში