ბათუმი კრივში ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელშიც 130-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრებაში 15 წონით კატეგორიაში ჭაბუკებსა და გოგონებს შორის ტარდება. აჭარის ნაკრები ტურნირზე 11 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. ჩემპიონატი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამარჯვებულთა და პრიზიორთაგან დაკომპლექტდება ნაკრები, რომელიც ივლისში, საქართველოში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.