ეს ტერიტორია ერთხელ უკვე დავიხსენით - ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის ბულვარში ,,ამბასადორის'' მშენებლობის პროტესტს. თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, სწორედ ეს ტერიტორია წინა ხელისუფლების პერიოდში გასხვისებული იყო და მშენებლობა იგეგმებოდა. მისი განცხადებით, ამჯერად საბჭომ იმსჯელა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.