100 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან

25 თებერვალი 2021, 12:38 985 ნახვა

100 წელის საბჭოთა ოკუპაციიდან. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა.  დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ბრძოლაში დაღუპულებს პატივი მიაგეს აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა. მათ  იუნკერების საფლავი ყვავილებით შეამკეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის ევროპული კურსი და პოლიტიკური მისწრაფებები დეოკუპაციისკენაა მიმართული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი