საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

25 თებერვალი 2021, 12:06 1078 ნახვა

დღეიდან  საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.  მგზავრებს გადაადგილება  ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერ მიმართულებით შეუძლიათ. დილიდან მგზავრთა სიმცირეზე საუბრობენ ბათუმის ავტოსადგურში. მძღოლები შეზღუდვების მოხსნას დადებითად აფასებენ, თუმცა საუბრობენ  საწვავის გაძვირებაზეც. რაც შეეხება სარკინიგზო მიმოსვლას, რკინიგზის კომპანია განცხადებას დღის განმავლობაში გაავრცელბს.  დღეიდან  გაიხსნა სამთო კურორტებიც, სასტუმროები და რესტორნები, ხოლო საბაგირო გზით სარგებლობის საშუალება დამსვენებლებს 8 მარტიდან შეეძლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი