მერკელი შეზღუდვების შემსუბუქებას ემხრობა

22 თებერვალი 2021, 17:24 1063 ნახვა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეზღუდვების ფრთხილი შემსუბუქების ინიციატივით გამოდის.  გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პრეზიდიუმის ონლაინ-სხდომაზე კანცლერმა შეზღუდვების შემსუბუქებისას უფრო მეტი ტესტის გაკეთების აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი. 

მერკელის თქმით, მოქალაქეები  შემსუბუქებასთან დაკავშირებით სტრატეგიის მიღებას ელოდებიან.  გერმანიის მთავრობის მეთაურმა სამი სფერო გამოყო, სადაც  შესაძლოა შეზღუდვები  შემსუბუქდეს.

ესენია: პირადი კონტაქტების სფერო,  სკოლები და პროფესიული სასწავლებლები, ასევე კულტურის სფერო, რესტორნები და სპორტული ჯგუფები. 

გერმანიაში პანდემიის დაწყების შემდეგ  კოვიდ-19-ის  2 მილიონ  390  ათას 928  შემთხვევაა გამოვლენილი.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში