მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წევრებმა ბათუმის ბულვარში სასტუმრო „ამბასადორის“ მშენებლობის ღობის ნაწილი მოარღვიეს. როგორც ამბობენ, ამ ფორმით ისინი ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი ნაგებობის მშენებლობას აპროტესტებენ.„ამბასადორი“ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. მშენებლობაზე თანხმობა უკვე გაცემულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ.
აქამდე კომპანიას მხოლოდ 4-სართულიან მშენებლობაზე ჰქონდა ნებართვა. ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი აქცია გაიმართა, შეგროვდა 5000-ზე მეტი ხელმოწერა.