საწვავზე ფასების გაზრდა გააპროტესტეს ბათუმშიც. მშვიდობიანი მსვლელობით, ავტომობილებით, გაიარეს ქალაქის ქუჩები. მათი მთავარი მოთხოვნაც საწვავზე ფასების დარეგულირებაა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში საწვავზე ფასების კიდევ უფრო ზრდას აანონსებენ. ცნობისთვის, ბოლო 2 დღის განმავლობაში საწვავზე ფასები რამდენიმე თეთრით გაიზარდა.